ეროვნული მუზეუმის გალერეაში გია ბუღაძის გამოფენა იხსნება

დღეს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის გამოფენა სახელწოდებით „VICTIMA – II“იხსნება. გამოფენა VICTIMA, რაც ქართულად მსხვერპლს ნიშნავს, ომს, ოკუპაციასა და დევნილობის თემას ეხება და საქართველოში მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოფას ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშერებით მხატვარი გამოხატავს მის დამოკიდებულებას იმ მტკივნეული თემის მიმართ, რასაც საკუთარი სახლის, მიწა-წყლის დაკარგვა ჰქვია. ავტორი მხატვრობაში გადატანილი საკუთარი ემოციებით უამბობს დამთვალიერებელს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ რთულ ეტაპზე ნამუშევართა სამნაწილიანი ციკლით – VICTIMA (მსხვერპლი), PROFUGA (დევნა), LACRIMOSA (გლოვა) გააერთიანა, რომელიც გარკვეულწილად რექვიემადაც შეიძლება მივიჩნიოთ. გამოფენაზე მხატვრის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს გახლავთ სიმბოლურ-ალეგორიული ხატსახეები, რომელიც ერთ მეტაფორულ სახედ არის წარმოდგენილი და აგრეთვე, ხის 700 სახლი, რომელიც წეროვანში დევნილთა დასახლებაში ჩადგმული სახლების ზუსტი ანალოგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები