პოეტ ნოდარ ჯალაღონიასადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

19 მაისს, 14.00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი გამართავენ პოეტ ნოდარ ჯალაღონიასადმი მიძღვნილ საღამოს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოეტს გაიხსენებენ და მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: თამარ ბარბაქაძე, სოსო სიგუა, თეიმურაზ გვანცელაძე, მანანა ტაბიძე, ედუარდ უგულავა, ზოია ცხადაია, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიკოლოზ სანებლიძე, შორენა ქურთიშვილი, თამარ შარაბიძე, გია არგანაშვილი, სესილი ერაგია, თამარელა წოწორია, ნუნუ ბალავაძე, დემურ ჯალაღონია, ლუბა ბიბილეიშვილი, იკა ქადაგიძე.
საღამოს მოდერატორია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ბარბაქაძე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის N1, თსუ I კორპუსი, თსუ მუზეუმი, II სართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები