რუსი ოლიგარქების ქალიშვილმა მერსედესი მთლიანად სვაროვსკის ქვებით მორთო – ფოტოკოლაჟი

რუსი ოლიგარქების ქალიშვილმა დარია როდიონოვამ თავისი უჩვეულო ავტომობილით მრავლისმნახველი ბრიტანელების გაოცება შეძლო. 21 წლის გოგონამ, რომელიც ბრიტანეთში სწავლა-განათლებას ეუფლება, გადაწყვიტა თავისი Mercedes-Benz CLS 350 მთლიანად სვაროვსკის თვლებით მოერთო. „ზღაპრული ტიუნინგის“ განხორციელებაში გოგონა ინგლისელ ავტოხელოსნებს არ ენდო და ამ საქმის „ოსტატები“ სპეციალურად რუსეთიდან ჩამოიყვანა. შედეგად როდიონოვას ავტომობილი ათასობით სვაროვსკის თვლებით მორთულ ნივთად გადაიქცა, რომელიც ყველა მნახველს აოცებს.
კონსერვატორი ინგლისელების გარდა ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასეს რუსეთშიც. ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა doctorvlad.com ამ ფაქტს სულაც შემდეგი სათაურის მქონე სტატიაც კი მიუძღვნა „სიახლე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რატომ არ უყვართ რუსები დასავლეთში“.

10671483_521916421285378_4448615653374659026_n

1604697_521916337952053_8167799462367276520_n

10636069_521916314618722_938190776799777074_n

1969138_521916214618732_4869656525034434422_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები