70 წლის ქალბატონი 21 წლის ოფიციანტს ცოლად გაჰყვა (ვიდეო)
70 წლის ბრიტანელი ქალბატონი დოროთი სიმსი 21 წლის ოფიციანტ რაფას გაჰყვა ცოლად. ამ საოცარი ქორწინების შესახებ გამოცემა „Mirror“ -ი წერს. დოროთი სიმსი რაფას ტუნისში დასვენების დროს შეხვდა. ქალმა თავი დაკარგა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი დაინახა.
„ჩვენ მუდმივად ვათვალიერებდით ერთმანეთს. ჩემსა და რაფას შორის რაღაც მიზიდულობა შეიქმნა. მაგრამ მე არასდროს არაფერს ვეუბნებოდი, არ ვაქცევდი არანაირ ყურადღებას. ერთ დღესაც მან წერილი გამომიგზავნა, რომელშიც მასთან ყავის დასალევად მეპატიჟებოდა“, – იხსენებს დოროთი რაფას გაცნობის დეტალებს.
ქალი შოკში იყო და ვერ ახერხებდა დაეჯერებინა, რატომ მოიხიბლა რაფა.
„რა უნდა მას ასეთი მოხუცისგან, როგორიც მე ვარ, მაშინ როდესაც ირგვლივ ამდენი ახალგაზრდა და ლამაზი გოგონაა?“ – ეკითხებოდა დას დოროთი.
ფინჯანი ყავის შემდეგ წყვილმა რომანი გააბა. მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ და ასაკში განსხვავება სულაც არ ადარდებდათ. დოროთის თქმით, რაფა ძალზე რომანტიკული ყმაწვილია. ის ქალბატონს სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობდა, ღამით ზღვის სანაპიროზე ასეირნებდა, ჩუქნიდა ძვირფასი ყვავილების თიგულებს. ქალი წარმოუდგენლად ბედნიერი იყო მის გვერდით. საბოლოოდ წყვილმა ერთობლივი ცხოვრება სამხრეთ ტუნისში, უდაბნოს პატარა ქალაქში გააგრძელა.
„ისინი უდაბნოში დასახლდნენ. მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა, სახლში მათთან ერთად რაფას ბებია ქაზინსიც კი იმყოფებოდა. ჩემს სანახავად ხალხი ჯგუფებად დადიოდა, რადგან მანამდე არავის ენახა ინგლისელი ლედი ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით. დედამისმა ოთახი გამოგვიყო, სადაც ლეიბი პირდაპირ იატაკზე ეფინა და ოთახს კარი არ ჰქონდა. იქ არ არსებობდა არანაირი სააბაზანო და ტუალეტიც რაღაც საშინელებას წარმოადგენდა“ , – იხსენებს დოროთი.
დისკომფორტის მიუხედავად, დოროთი და რაფა დაქორწინდნენ. საქორწინო ხელმოწერის ცერემონიაზე რაფას დედა და დეიდა ესწრებოდნენ, თუმცა დოროთის არცერთი მეგობარი არ გამოცხადდა. გარკვეული ხნის შემდეგ წყვილმა დიდი ბრიტანეთში ცხოვრება გადაწყვიტა. მაგრამ მათ პრობლემები სწორედ აქ შეექმნათ. ბრიტანულმა სასამართლომ არ ირწმუნა ქორწინებისას რაფას კეთილსინდისიერი მიზნების და მას ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება არ მისცეს. დოროთი ქვეყანაში დარჩა, რაფა კი იძულებული გახდა სამუშაოდ საუდის არაბეთში გამგზავრებულიყო. ამ გაუგებრობის გამო წყვილი ერთმანეთს დასცილდა. „მთელი ამ დროის მანძილზე ძალზე ბევრი ვიტირე. რაფა ჯერ კიდევ ჩემს გულშია“, – სინანულით იხსენებს დოროთი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=JNCxwL5eYqs” width=”560″ height=”315″]