უძველესი ცივილიზაციების კოსმოსური ლეგენდები

უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესახებ ადამიანებმა შორეული წარსულიდან იციან, თუმცა ეს ყოველივე ლეგენდებსა და მითებში ჰპოვებდა ასახვას. ძველ შუმერულ ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ შუმერებმა ყველაფერი ,,ვარსკვლავიდან ჩამოსული“ ხალხისგან – ანუნაკებისგან იწავლეს. სწორედ მათ დაუდეს საფუძველი მათი ცივილიზაციის განვითარებას.
ანუნაკი ძველ შუმერულ ენაზე ციდან ჩამოსულს ნიშნავს. იგივე შეიძლება ითქვას ,,მაჰაბჰარატას“ ეპოსზეც, სადაც მოცემულია ღრმა ცოდნა პლანეტარული სისტემების არსებობის შესახებ, დეტალურადაა ახსნილი კოსმოლოგია და მზის მექანიკა. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამტკიცებდა, რომ ნახა მეტალის ნავი იალქნების გარეშე, ხმელთაშუა ზღვაში რომ გაუჩინარდა. სამხრეთ ამერიკული ლეგენდების მიხედვით, მფრინავი ობიექტიდან მოსულმა არსებებმა ინდიელებს მიწის დამუშავება და ბევრი სხვა რამ ასწავლეს, შემდეგ კი მაღალ მთებზე ავიდნენ და გაუჩინარდნენ. მაიას ტომების ერთ-ერთ უძველეს სამარხში აღმოჩენილია კედელზე გამოსახული ასტრონავტი კაბინაში. მსგავსი გამოსახულებები უხვადაა ნასკას უდაბნოშიც. კელტების ლეგენდები გვიამბობენ ეტლზე, რომელშიც რკინის ცხენი იყო შებმული და რომელიც ღმერთების სახლში ადიოდა. ეტლი ხშირად ჩამოდიოდა ,,ცეცხლოვანი მთიდან“ და ესაუბრებოდა ხალხს, ღმერთებმა მათ ბევრი რამ ასწავლეს. ძველ ინდურ და ტიბეტურ წიგნებშიც აღწერილია მფრინავი ობიექტის მოწყობილობა. მას ინდუსები ”აგნი ჰოტრას” უწოდებდნენ. მფრინავი ობიექტებისა და უცნაური პილოტების გამოსახულებები ეგვიპტეშიც აღმოაჩინეს. ძველ ეგვიპტელებს ადრედინასტიურ ეპოქაში ჰქონდათ ფრთიანი დისკოს კულტი და ინფორმაცია, რომ იქიდან ,,ჩამოსულებმა’’ იხსნეს დედამიწაზე სიცოცხლე. შეაჩერეს მისი განადგურება.10715914_749126228486673_1755318546_n
საუკუნეთა მანძილზე ,,ციდან ჩამოსული’’ სტუმრები ნელ-ნელა გახდნენ აღმოსავლური ცივილიზაციების მრავალფეროვანი ღვთაებები და საფუძველი ჩაუყარეს ძველი სამყაროს რელიგიურ პანთეონს. ბოლო წლებში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ინტენსიურად იკვლევენ საჰარის უდაბნოში არსებულ ადგილს, რომელსაც ტასილინი ეწოდება. ის ფრანგმა მეცნიერმა ანრი ლოტმა აღმოაჩინა. სწორედ მისმა ექსპედიციამ პირველმა მიაგნო აღნიშნულ ადგილას უცნაურ გამოსახულებებს და გამოქვაბულებში შესრულებულ ნახატებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოსახულება, რომელიც ტასილინში გვხვდება, არის ,,ღმერთი მარსიდან“ , – ასე უწოდა მას ხუმრობით ფრანგმა მეცნიერმა. მისი სიმაღლე ექვსი მეტრია და არქაული ეპოქის ყველაზე დიდი ქმნილებაა. წლების მანძილზე ის გამოკვლევის საგანი იყო, ბევრი მეცნიერი და უფოლოგი მას სხვა ცივილიზაციიდან მოსულ, თავისებურ სკაფანდრში გამოწყობილ ასტრონავტს ამსგავსებდა.

10715806_749126205153342_103519259_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები