ფეისბუქი ახალ სარეკლამო პლატფორმას წარადგენს
„უოლ სტრიტ ჟურნალის “ ინფორმაციით, სოციალური ქსელი ფეისბუქი მალე მომხმარებელს ახალ სარეკლამო პლატფორმას შესთავაზებს. ახალი პროექტის ავტორთა განმარტებით, პლატფორმა ხელს შეუწყობს ონლაინრეკლამის განვითარებას, ასევე ახალ საფეხურზე აიყვანს ინტერნეტმარკეტინგის ზოგიერთ სფეროს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებას აპირებდა Microsoft-ი, რომელმაც კომპანია ,,Atlas“-ისგან ახალი სარეკლამო პლატფორმა 6.3 მილიარდ დოლარად იყიდა, მაგრამ მისი სათანადო გამოყენება ვერ შეძლო და 2012 წელს მოხმარებიდან ამოიღო. ფეისბუქის მესვეურები არ ასაჯაროვებენ, თუ რა ფასად შეიძინეს ახალი პლატფორმის გამოყენების უფლება Microsoft-გან, თუმცა საკუთარ მომხმარებელს საკმაოდ მოხერხებულ სერვისს ჰპირდებიან.