“მეფე ლომმა” “ოპერის მოჩვენების” და “ავატარის” რეკორდები დაამხო
-
„ბი-ბი-სი“-ს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მიუზიკლმა „მეფე ლომი“ შემოსავლიანობის მიხედვით შოუ-ბიზნესში ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მუსიკალურმა დადგმამ 1997 წლიდან დღემდე უკვე 6,2 მილიარდი აშშ დოლარი მოაგროვა და მნიშვნელოვნად გაუსწრო ისეთ წარმატებულ კინო პროექტს, როგორიც ჯეიმს კამერონის „ავატარი“ გახლდათ. შედარებისთვის „ავატარმა“ მის შექმნელებს კინოფილმებს შორის რეკორდული 2,8 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა. რაც შეეხება მიუზიკლებს, აქამდე ყველაზე შემოსავლიან მიუზიკლს ენდრიუ ლოიდ ვებერის „ოპერის მოჩვენება“ (სცენაზე იდგმება 1986 წლიდან) წარმოადგენდა, რომლის შემოსავალიც 6 მილიარდი აშშ დოლარი გახლდათ. მიუზიკლი „მეფე ლომი“ 1997 წლიდან იდგმება და ის Disney-ის სტუდიის გადაღებულ ამავე სახელწოდების მულტფილმს ეფუძნება. მულტფილმი „ მეფე ლომი“ 1994 წელს გადაიღეს, მასში სიმღერებს პოპულარული მომღერალი ელტონ ჯონი ასრულებს, ხოლო კომპოზიტორი სახელგანთქმული მუსიკოსი ჰანს ციმერი გახლავთ.