ბაკურ ავსაჯანიშვილი: 26 მაისი ხაზს უსვამს ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემას, ქართველი ერის თვითმყოფადობას და სწრაფვას თავისუფლებისკენ

განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ყაზბეგში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების ტექნიკისა და იარაღის გამოფენით გაიხსნა.
გაიმართა მსვლელობა და კონცერტი ადგილობრივების მონაწილეობით.

სადღესასწაულო სანახაობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ბაკურ ავსაჯანიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

მისივე თქმით, 26 მაისი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
დღესასწაულია და ის ხაზს უსვამს ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემას, ქართველი
ერის თვითმყოფადობას და სწრაფვას თავისუფლებისაკენ.

ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები