ლევან მახაშვილი – სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში
“ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სიძულვილის ენის მონიტორინგზე საუბრისას განაცხადა.
„ბოლო პერიოდში, ერთგვარ მახინჯ ნორმად იქცა შეურაცხყოფის მიყენება, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, აგრესიული კამპანიები ადამიანების მიმართ. საზოგადოებრივ პროცესებს ეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.