ირაკლი ქადაგიშვილი – სიძულვილის ენის მონიტორინგზე: მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული
“მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სიძულვილის ენის მონიტორინგთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
„სიძულვილის ენის გამოყენება, დასპირისპირების გაღვივება საზოგადოებაში – ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, იწვევს პოლარიზაციასაც. ამ შემთხვევაში ხდება ამ ვითარების უფრო მეტად მართვისა და პრევენციის მიზნით, სპეციალური დანაყოფის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც პროაქტიული იქნება და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.