ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

26 მაისისთვის ქობულეთს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ეწვივნენ.

წელს ქალაქს პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას და პიეკარე შლონსკეს, ისრაელის ქალაქ ჰადერას, ლატვიის ქალაქ პრიეკულესა და  ლიეტუვის ქალაქ პალანგას წარმომადგენლები იმყოფებიან ვიზიტით. სტუმრებთან ერთად ყვავილებით შეიმკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალი.

ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდა საპატიო ქობულეთელები.

მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილი იყო საბავშვო აქტივობები.

საზეიმო კონცერტი კულტურის სახლში ანსამბლ ” ქართული ხმების ” კონცერტით დასრულდა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები