სტიქია ბოლნისში – ძლიერმა წვიმამ რამდენიმე საავტომობილო ხიდი, ბოგირი, საცალფეხო ხიდი და მასთან მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა

ბოლნისში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე საავტომობილო ხიდი, ბოგირი, საცალფეხო ხიდი და მასთან მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიტბორა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი  და საცხოვრებელი სახლები.

„სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ზუსტი ზარალის ოდენობა ცნობილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები