ოზურგეთს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს

ოზურგეთს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს – ევრო ხუთის სტანდარტის 8 ახალი ავტობუსი 21 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

ISUZU-ს მარკის თანამედროვე ავტობუსების შეძენა ოზურგეთისთვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შევიმუშავეთ ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული იქნება ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებსაც შევიტანთ. ამით ვასრულებთ წინასაარჩევნოდ, საზოგადოებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას, რომელიც ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გაგრძელდეს. კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას ვუსურვებთ ჩვენს თანამოქალაქეებს!,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
მგზავრობის საფასურის გადახდა მოხდება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია ქალაქ ოზურგეთში, “დეილი”-ს ქსელურ მარკეტებში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები