ოზურგეთში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ოზურგეთში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს და მალე დასრულდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მოწყობის სამუშაოები.

„ამჯერად, ფარნავაზ მეფის ქ.N1 და N127-ში, მერაბ კოსტავას ქ.N2, N4,-ში, იოანე პეტრიწის ქ. N1 და გრიბოედოვის ქ.N31-ში მოეწყობა ლიფტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღებული გრანტიდან, ჯამურად, 648 786 ლარი დაიხარჯება,“- განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები