ოზურგეთის მერმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„პირველ ყოვლისა, მინდა, მივულოცო სკოლის დამთავრება ჩვენს მეთორმეტეკლასელებს, წარმატებები ვუსურვო საუნივერსიტეტო თუ პროფესიული განათლების ეტაპზე და ცხოვრებაში,“- აღნიშნა მან.
ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებზეც ისაუბრა.
„ოზურგეთის მერია წელსაც წაახალისებს წარმატებულ ახალგაზრდებს და ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს 3000 ლარს გადავცემთ, ხოლო 70%-იანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ,“- განაცხადა მერმა.