ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლს დაესწრო

დღეს ბოლნისის თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეატრალურ წარმოდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მეუღლესთან  ერთად დაესწრო.

გასტროლი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა, რომლის მიზანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობაა.

„დღეს ბოლნისის თეატრში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლს დავესწარი. შესანიშნავმა მსახიობებმა მაღალპროფესიული სპექტაკლი წარმოგვიდგინეს. თეატრს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მივესალმები მსგავს პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ბოლნისელი საზოგადოების კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები