ხომ არ დაემუქრებიან კაცობრიობას ჭკვიანი კომპიუტერები?

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება და ფანტასტიკური ტემპებით წინ მიიწევს. პლანეტაზე კომპიუტერული ხანა საბოლოოდ დამკვიდრდა. მეცნიერების გამოთვლებით, დაახლოებით 2050 წლისთვის, უბრალო სახლის კომპიუტერი  იმ რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებას შეძლებს, რასაც მთელი პლანეტის მოსახლეობა ერთად აღებული. ჰოლივუდის მიერ შექმნილი ბლოქბასტერები ნელ-ნელა რეალური ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტები ხდება. ადამიანმა კომპიუტერთან თანაცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც რობორტი მანქანების ეპოქა დაერქვა. ამ ახალი ეტაპის შემდეგი საფეხური დადგება მაშინ, როდესაც კომპიუტერი  ადამიანის გაგებას და მასთან აწარმოებს დიალოგს დაიწყებს. მაშინ კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და ახალი ტიპის რობოტების წარმოებას დაიწყებს.
ზოგიერთი ფიზიკოსი თეორეტიკოსის აზრით, ნანოტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოგვცეს, ,,ჭკვიანმა კომპიუტერებმა“ შესაძლოა, ადამიანთა კონტროლი დაკარგოს და ინდივიდუალურ პროგრამებათ განაგრძოს არსებობა. მართალია ეს დღეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ არავინ არ იცის, რას მოგვცემს ტექნიკური პროგრესის უსაზღვრო განვითარება, დაემუქრება თუ არა ის პლანეტის მოსახლეობას, თუ დაეხმარება მას რთული პრობლემების გადაჭრაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები