ინტერნეტში პოპულარობის მოსაპოვებლად ქალმა მესამე ბიუსტი გაიკეთა (ვიდეო)
ამერიკელმა ქალბატონმა მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად მესამე ბიუსტი გაიკეთა. ფლორიდის შტატის მკვიდრის ჟასმინ ტრიდევილის ახალი ბიუსტის დასამზადებლად ექიმებმა კანი მუცლიდან ამოჭრეს. ეს პლასტიკური ოპერაცია ჟასმინს მხოლოდ 7 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. ქალბატონი არ მალავს, რომ ოპერაცია ინტერნეტის საშუალებით მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად გაიკეთა.
ჟასმინის შთაგონების წყაროდ ფილმის „გაიხსენო ყოველის“ ერთ-ერთი პერსონაჟი გახდა. პერსონაჟი სამი მკერდით მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჟასმინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმის პერსონაჟისგან განსხვავებით, ტრიდევილი იმედოვნებს, რომ მყარად დამკვიდრდება ტელე-ეკრანებში, ის MTV-ის ეთერში საკუთარ შოუზე ოცნებობს. ჟასმინის წარმატების მოპოვებას ინტერნეტის საშუალებით გეგმავს. ის აქტიურად აქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელებში და საუბრობს საკუთარი პიროვნების შესახებ.
„ქირურგის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ჩემ მოთხოვნაზე, ძალიან რთული იყო. მე მომიხდა 50-დან 60 -მდე ექიმთან დაკავშირება, მაგრამ ყველანი უარს მეუბნებოდნენ, რადგან ასეთ ოპერაციას არაეთიკურად მიაჩნდათ“, – ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ჟასმინი.
მისი თქმით, არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს. ერთადერთი შემთხვეა, როდესაც მან დისკომფორტი განიცადა, მესამე ძუძუზე ტატუს გაკეთებისას იყო. ყველაზე რთული გოგონასთვის მისი მშობლების პოზიცია აღმოჩნდა – მათ შვილთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KwESx12ciEc” width=”560″ height=”315″]