ნიკარაგუის უცნაური პეტროგლიფები
საკმაოდ საინტერესო, ქვაზე გამოსახული გალერეაა მოთავსებული ნიკარაგუაში, კერძოდ კი, მდინარე სან ხუანის ხეობაში. არქეოასტრონავტული თეორიის მიმდევართა თქმით, კლდეზე მრავალრიცხოვანი გამოსახულებები პალეოკოსმონავტიკის შედევრს წარმოადგენს. ესენი არიან მისტიკური არსებები სკაფანდრებით, ლითონის კომბინიზონებით და საკომუნიკაციო ანტენებით. მსგავსი ტიპის გალერეა ავსტრალიაშიც არსებობს, სადაც მსგავსი ცივილიზაციის წარმომადგენელებია ასახული. ნიკარაგუის პეტროგლიფების სავარაუდო ასაკი ძვ.წ. აღ. 1200 წელია და წინარე ცივილიზაციებს ეკუთვნის, რომელთა ზუსტი პერიოდიზაციის დადგენა ძალიან ძნელია.