ამერიკის ქალაქ ბიურიენში უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბიურიენში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსიამოვნო სუნის მქონე პირთა ყოფნა იკრძალება. ქალაქ ბიურიენის მუნიციპალიტეტის განცხადებით, სადაც 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს, უნდა მოხდეს ქალაქის მცხოვრებთა იზოლაცია იმ პირებისაგან, ვისაც ცუდი სუნი ასდის და ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ახალი კანონის თანახმად, სერიოზული ფულადი ჯარიმა ემუქრებათ იმ მოქალაქეებს, ვინც ჰიგიენური პირობების დარღვევით ქალაქის ბიბლიოთეკაში შევა, ან პარკებსა და სკვერებში ისეირნებს.