15 წლის გოგონა ფეხის მოჭრას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, 15 წლის სკოლის მოსწავლე გოგონამ ექიმებს ფეხის მოჭრის თხოვნით მიმართა. მოზარდს ერთი ფეხი უკვე ამპუტირებული აქვს და ახლა სურს ექიმებმა მეორე ფეხის ამპუტაციაც მოახდინონ. ამ უცნაური თხოვნის მიზეზი გახლავთ ის, რომ დანიელ ბრედშოუს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება სურს. გოგონას მენჯ-სახსართა დიპსლაზია აწუხებს და პირველი ფეხიც სწორედ ამ მიზეზით დაკარგა. მეორე ფეხის ამპუტირება ექიმებს არ მოუხდენიათ და მისგან გამოწვეული ტკივილი გოგონას ხელს უშლის სპორტში მაღალ შედეგებს მიაღწიოს. დანიელას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მეორე ფეხის ამპუტირებაც და სურს Cheetah Flex-Foot-ის პროტეზი გაიკეთოს. გოგონას კუმირი, ცნობილი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ოსკარ პისტოიუსიც სწორედ ამ პროტეზით ასპარეზობს. „დანიელას უბრალოდ სირბილი სურს და არანაირ გარემეობას არ მისცემს უფლებას ამ განზრახვაში ხელი შეუშალოს“, – განაცხადა გოგონას მამინაცვალმა. „მე მინდა წარმატებას მივაღწიო იმით რასაც ვაკეთებ – აზიდვებში, სროლასა და სირბილში. ასევე მინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ჩემი სპორტული მიღწევებით შთავაგონო“, – მოჰყავს Daily Mail-ს გოგონას სიტყვები. შეგახსნებთ, რომ სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი ექვსჯერ გახდა პარაოლიმპიური ჩემპიონი. ამჟამად პისტორიუსი სასამართლოს განაჩენს ელოდება. ის თავისი მეგობარი ქალის მკვლელობაშია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები