ათონელი ბერები “პუტინის სამარცხვინო დასასრულს” წინასწარმეტყველებენ
ათონის წმინდა მთის მამები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრახს და კიევის აღორძინებას წინასწარმეტყველებენ. ამ ინფორმაციას საიტ „klyros.org“-ზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „obozrevatel.com“ ავრცელებს.
ათონელი მამების წინასწარმეტყველების თანახმად, პუტინი კუთვნილ ტახტს სამარცხვინოდ დატოვებს, უკრაინა კი დიდ კიევს ააღორძინებს – გადმოგვცემს „klyros.org“.
„უკრაინას მძიმე დრო ელოდება, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. ღვთის წყალობით, მათ კიევის რუსეთის (კიევის რუსეთი – ძველი სახელმწიფო დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე) დარი მძლავრი სახელმწიფოს შექმნა ელოდებათ, რადგან წმინდა რუსული სული კიევში ბინადრობს და ის ხალხმა გააღვიძა. 22 წელი – ეს მხოლოდ დიდი ერის ლეთარგიული ძილია“, – იწინასწარმეტყველეს ბერებმა.
ათონელი მამების წინასწარმეტყველება რუსეთის მიმართ კი ასეთი გახლავთ: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მიიღწვის ახალ იმპერიად გადაქცევისკენ, ის კრახს განიცდის. მას იზოლაცია ელოდება. რუსი ხელისუფალი ტახტზე მხოლოდ 2 წელიწადი დარჩება და სამარცხვინოდ წავა. თვით რუსეთი თავის არსებობას განაგრძობს, მაგრამ სამხრეთსა და აღმოსავლეთში მიწების ნაწილის გარეშე. რუსეთის პროვინციების დიდი ნაწილი მოსკოვის კონტროლისგან გათავისუფლდება და რუსული სახელმწიფოს რიგებში მხოლოდ თავისუფალი ტერიტორიების უფლება დარჩება“.