ტიბეტური “მკვდრების წიგნი“ – სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის აღწერა

  “მკვდრების წიგნი“ წარმოადგენს მისტიკური ტექსტების კრებულს, რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ. აღ მე-7 საუკენეშია შექმნილი. ის აღწერს სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაში მიცვალებულის სულის ყოფიერებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნისას.
ამ წიგნის კითხვა ტიბეტში გარდაცვალებულთა დამკრძალავი რიტუალის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მასში საკმაოდ საინტერესო და ღრმა ინფორმაციებია, ტიბეტში ითვლება, რომ ეს ტრაქტატები მიცვალებულებთან ერთად ცოცხლებსაც სჭირდებათ რათა სრულყოფილების მიღწევასა და ამ, თუ იმქვეყნიური ცხოვრების ნორმალურად წარმართვაში დაეხმაროს მის ყველა მიმდევარს. ამ წიგნის გაცნობამდე დასავლელ მეცნიერთა დიდი უმრავლესობა ძირითად აქცენტს მხოლოდ ჩანასახოვანი მდგომარეობიდან აკეთებდა და ამაზე აგებდა თეორიებს ადამიანის ფსიქიკის შესახებ.
წიგნის ტექსტები ეხება ეზოთერული სწავლებებით დანახულ უხილავ სივრცეებს, მაგრამ ეს მრავალსაუკუნოვანი სწავლება საკმაოდ რეალურ ცოდნას იძლევა ამ ყველაფრის შესახებ.
მსგავსი საკითხები ქრისტიანულ რელიგიაში მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღწერილი სწავლებებისაგან, თუმცა ჭეშმარიტების მაძიებელთთვის იქაც შეიძლება ღვთაებრივი გზის დანახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები