„iPhone 6“-ის პირველ ბედნიერ მფლობელს სმარტფონი ხელიდან გაუვარდა (ვიდეო)
ავსტრალიაში „iPhone 6“-ის პირველ ბედნიერ მფლობელს სამწუხარო ფაქტი შეემთხვა. ქალაქ პერტის მაცხოვრებელი 18 წლის ჯეკ კუკსი ავსტრალიაში საოცნებო სმარტფონის პირველი მფლობელი გახდა. მაღაზიიდან გამოსვლისას სიხარულისგან დაბნეულ თინეიჯერს ჟურნალისტებმა შეძენილი ნივთის ჩვენება სთხოვეს, მაგრამ ჯეკს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ასფალტზე დაეცა. კუკსი Apple -ს პროდუქციის დიდი მოყვარულია და სმარტფონი წინასწარ შეიძინა ინტერნეტით.
„მე გაკვირვებული ვარ, არ ველოდი, რომ პირველი მყიდველი ვიქნებოდი. ჩემი ტელეფონი წინასწარ, ინტერნეტით შევუკვეთე და აქ დილით 6 საათზე მოვედი. iPhone 4S -თან შედარებით მეექვსე აიფონი ნამდვილად მსუბუქია, თხელია და უფრო დიდი ეკრანი აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კუკსმა.
რაც შეეხება ხელიდან გავარდნილი აიფონს, მისი მფლობელის თქმით, ყველაფერი კარგად დასრულდა და გაჯეტს დაზიანებები არ მიუღია. ასეა თუ ისე კუკსმა ამ ფაქტის წყალობით მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს წამყვანი გამოცემების გვერდებზეც მოხვდა.
Apple-ის ზოგიერთი მოყვარული გაყიდვის სტარტის მოლოდინში მაღაზიებთან რამდენიმე დღეც კი მორიგეობდნენ. ერთ-ერთმა მყიდველმა, 22 წლის ავსტრალიელმა გოგონამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაყიდვების მოლოდინში მაღაზიასთან მთელი ორი დღე გაატარა, შედეგად კი ორი ტელეფონი იყიდა: თავისთვის და თავისი დედისთვის.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=7lhXOgJ8ahA” width=”560″ height=”315″]