კაცი იმ ქალების პორტრეტებს ხატავს, რომლებიც არასოდეს უნახავს (ვიდეო)

ჯილ ზამორა რამდენიმე ათეული წელია სან-ხოსეს პოლიციაში ფოტორობოტის შემდგენლად მუშაობს. მან სამართალდამცავის კარიერის დასრულების შემდეგ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ის ხატავდა ქალების პორტრეტებს, რომლებიც არასოდეს ენახა, იცოდა მხოლოდ მათი აღწერილობა. ჯილის ჩატარებულმა რამდენიმე ექსპერიმეტმა გასაოცარი შედეგი გამოიღო, ქალები ვერ იკავებდნენ ცრემლებს, როდესაც საკუთარ პორტრეტებს უყურებდნენ. უცნაური მხატვრის აზრით, ხშირად ადამიანები კრიტიკულად უყურებენ საკუთარ თავს, სინამდვილეში კი უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ, რადგან საზოგადოება ჩვენ სულ სხვანაირად აღგვიქვამს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LMgAr2KgvL0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები