თბილისის ზოოპარკი სპილო გრანდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ზოოპარკის ბინადარის სპილო გრანდის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, მოცემული მომენტისთვის მდგომარეობა ასეთია: გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, ნარკოზის მოქმედება ამ დროისთვის მთლიანად შეჩერებულია. თუმცა, ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემა ისაა, რომ გრანდს სძინავს, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათოა.
“ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლამ შეიძლება ფილტვების შეშუპება და სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სპილოს ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს, ანუ სპილო თითქმის 10 საათია ერთ პოზიციაში წევს, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებულია და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა უჭირს. ამ წუთებში ინგლისელი ვეტექიმები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპილოს წამოდგომაში.
დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, უამრავი ადამიანი გვწერს, გვთავაზობენ დახმარებას და ეს ჩვენთვის ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ძალა დაგვჭირდა, მაშინვე შეგატყობინებთ ჩვენი გვერდის საშუალებით“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
სპილო გრანდს ყბის ძვალთან საგანგაშოდ ახლოს მდებარე ეშვები აქვს მოტეხილი. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი დაღუპვა გამოიწვიოს, ამიტომ სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები