თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება

 

   სპილო გრანდის ოპერაცია დასრულდა, თუმცა მედიკოსები მისი ნარკოზიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ოპერაცია დასრულდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ჯერ-ჯერობით გრანდის ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება. ამ წუთებში ათობით ადამიანი იბრძვის სპილოს სიცოცხლის გადასარჩენად”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები