ერიხ ფონ დენიკენი, არქეოასტრონავტული თეორიის ფუძემდებელი

შვეიცარიელი მეცნიერის ერიხ ფონ დენიკენის ახალმა თეორიამ საფუძველი ჩაუყარა კაცობრიობის ისტორიის საკმაოდ უცნაურ ხედვას, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 100-300 ათასი წლის წინ დედამიწას არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები “ესტუმრნენ”. მათ ხელოვნური განაყოფიერების ან მიზნმიმართული მუტაციის გზით პირველყოფილი ადამიანების გენოფონდი შეცვალეს და სათავე დაუდეს ჰომოსაპიენსის ჩამოყალიბებას. დენიკენის ვერსიით, პირველ ხანებში სწორედ “ღმერთები” წარმართავდნენ ადამიანთა და მათი ცივილიზაციის განვითარებას. თეორიას გააჩნია ორი ნაწილი: პირველი – ადამიანის “შექმნა” პირველყოფილი არსებიდან მოხდა “მათი” უშუალო ჩარევით” და მეორე – ადამიანთა ცივილიზაციის განვითარებაზე ყოველთვის გავლენას ახდენდნენ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით კოსმოსის წარმომადგენლები. “მათი” კვალი დარჩენილია დედამიწაზე მითებში და ლეგენდებში, რელიგიებში, საგნებში, მონუმენტებში, ტრადიციებში და ა.შ. ასევე ჩვენი პლანეტის გარეთ, მზის სისტემაში (იგივე მთვარეზე).
როცა კოპერნიკმა დაანგრია ძველი ქრისტიანული წარმოდგენა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია, აღორძინების ეპოქის ბევრი მოაზროვნე ანტიკურობის იდეას დაუბრუნდა.
ჯორდანო ბრუნო წერდა: „არსებობს მზეების ურიცხვი რაოდენობა, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ, როგორც ჩვენი შვიდი პლანეტა – მზის გარშემო. იმ სამყაროში ცხოვრობენ ასევე გონიერი არსებები”. მისი რევოლუციური იდეები სამყაროს აგებულებისა და განსაკუთრებით, უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ რაციონალისტმა ფილოსოფოსებმა – ვოლტერმა და კანტმა განავრცეს. XIX საუკუნეში უკვე სერიოზულად მსჯელობდნენ მთვარეზე და მარსზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. ეს ტენდენცია ლიტერატურაშიც აისახა, მაგალითად, ნერუდას “კოსმოსურ სიმღერებში”.

10714726_745888832143746_1334959497_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები