ბრიტანელმა იპოვა მონეტა, რომლის ღირებულება 1.7 მილიონი დოლარია
ჩრდილოეთ ინგლისში მდებარე დასახლება კინგს-კლიპსტოუნის მცხოვრებმა ჯონ სტოუნერმა იპოვა ბრიტანელი კოლონისტების ამერიკაში მოჭრილი მონეტა, რომელიც საერთაშორისო აუქციონზე გაიტანეს. მისი სასტარტო ფასი 1.7 მილიონი დოლარია.
აუქციონი 2 დეკემბერს ლონდონში ჩატარდება. ჯონ სტოუნერი პროფესიონალი განძის მაძიებელია, ის ქვეყნის ისტორიულ ადგილებს მეტალო-დეტექტორის დახმარებით იკვლევს. ისტორიკოსებმა აღმოჩენას უნიკალური უწოდეს, მონეტას ერთ მხარეს ,,ახალი ინგლისი“ აწერია, მეორე მხარეს კი მოთავსებულია მუხა წარწერით: ,,მასაჩუსეცი“.