ბენედიქტელი მონაზვნის წინასწარმეტყველება
აპოკალიპტური ტიპის წინასწარმეტყველება, რომელიც მე-12 საუკუნის გერმანელ მონაზონს ჰილდეგარდა ფონ ბინგენს ეკუთვნის, დღესაც თეოლოგთა პოლემიკის თემაა. წმინდა ჰილდეგარდა, როგორც მას ,,კათოლიკური ქრონიკები“ მოიხსენიებს, 1136 წელს გერმანიაში დაიბადა. მან განათლება ბენედიქტიენელთა მონასტერში მიიღო, სადაც წმინდა სავანის წინამძღვარი გახდა. მას ბავშვობიდან ჰქონდა ხილვები, მოგვიანებით ეკლესიის იერარქთა ნებართვით წმინდა ჰილდეგარდა თავის გამოცხადებებს დღიურში იწერდა, ეკლესიამ მისი ხილვები ღვთაებრივ გამოცხადებად მიიჩნია.
გთავაზობთ წმინდა მონაზვნის ხილვებიდან პატარა ნაწყვეტს: ,,ჯერ კიდევ კომეტის მოსვლამდე, უდიდესი ქვეყანა, რომელიც ოკეანისგაღმა მდებარეობს (სავარაუდოდ, აქ ლაპარაკია ამერიკაზე), მიწისძვრებისა და საშინელი ქარიშხლების შედეგად დაინგრევა, ქალაქები წყალქვეშ აღმოჩნდება. ეს ხალხი კიდევ ბევრ უბედურებას ნახავს ზღვაზე. ისინი დაკარგავენ თავის კოლონიებს აღმოსავლეთშიც. კომეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ოკეანის წყალი გადაფარავს მათ ქალაქებს, რაც გამოიწვევს საშინელ შიმშილს და დავადებებს, გიგანტური ტალღები დაფარავს მათ საცხოვრებელ სახლებს, გაჩენილი ავადმყოფობა გაანადგურებს გადარჩენილ მოსახლეობას. ღმერთის ნებით მათ მიწაზე ცოცხალი არავინ დარჩება “.