2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლად მასუჩესეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დასახელდა

ბრიტანულმა საერთაშორისო კომპანია „Quacquarelli Symonds “(QS ), რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგს ადგენს, ამჯერადაც გამოაქვეყნა წლის მსოფლიოს საუკეთესო 600 სასწავლებელი. ძალზე პრესტიჟულ რეიტინგში პირველი ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (აშშ) დაიკავა. მეორე ადგილზე კემბრიჯი (დიდი ბრიტანეთი), ხოლო მესამე ადგილზე კი ლონდონის იმპერიალ კოლეჯი ( დიდი ბრიტანეთი) გავიდნენ. მეოთხე პოზიციას იკავებს ჰარვარდის უნივერსიტეტი ( აშშ), მეხუთე ადგილზეა – ოქსფორდის უნივერსიტეტი ( დიდი ბრიტანეთი), მეექვსე – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი გახლავთ ( დიდი ბრიტანეთი), მეშვიდე საფეხურზე- სტენფორდის უნივერსიტეტი, მერვე – კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მეცხრე ადგილი- პრინსტონის უნივერსიტეტი, ათეულს კი – იელის უნივერსიტეტი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები