დავით შერაზადიშვილი: ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ამ ადამიანების ღვაწლი სამშობლოს წინაშე

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშილმა, საქართველოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს პატივი მივაგეთ ბოლნისელ ჯარისკაცებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ქვეყნის მთლიანობისთვის. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ამ ადამიანების ღვაწლი სამშობლოს წინაშე”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ომში მონაწილეობას 281 მეომარი იღებდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები