თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. თორნიკე რიჟვაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია დაკარგული ტერიტორიებისა და დაკარგული ურთიერთობის დაბრუნება.
„დღეს არის მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, სოხუმის დაცემის დღე. გარდა ამ დღის სიმძიმისა, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს დაკარგულ ტერიტორიებს, დაკარგულ ურთიერთობებს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.