წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეა წულუკიანმა გურიაში შეხვედრები გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – თეა წულუკიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებთან ერთად, ჩოხატაურსა და ოზურგეთში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა.

ჩოხატაურში თეა წულუკიანმა გურიის გუბერნატორსა და მერობის კანდიდატ დავით შარაშიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა ხელოვნების სასახლეში გამართა.

ოზურგეთში კი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასა და მერობის კანდიდატ ავთანდილ თალაკვაძესთან შეხვედრა გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში – გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ავთანდილ თალაკვაძემ მოსახლეობას მისი რვაპუნქტიანი საარჩევნო პროგრამა გააცნო. თეა წულუკიანმა კი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით რაიონს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო გეგმავს დაიწყოს მუშაობა ასკანის უნიკალური ციხის აღდგენაზე და დაგეგმილი აქვს რაიონებში კულტურის სახლების აღდგენა და ეს პროცესი სოფელ შრომიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები