ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილი ბერები საეკლესიო სამოსელის გახდას და მონასტრების დატოვებას არ აპირებენ
სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიიდან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა, არც საეკლესიო სამოსელის გახდას და არც მონასტრების დატოვებას არ აპირებენ.
“თვითონ გაფუჭებულები, საყვარლობაში მხილებულები, საშინელ განცდებში მყოფი კლოუნები, რა დღეში არიან, შეხედონ. თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, როგორც ხდიდით, თქვენს საყვარლებთან იტუტუცეთ, აქ თუ მოხვალთ, ვინმე დაგხვდებით”,- პასუხობს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირი, მამა ათინოგენე.
მიტროპოლიტი სტეფანე მოითხოვს, რომ მისი ბრძანება შესრულდეს, განკვეთილები ამ ბრძანების საფუძველს არ ეთანხმებიან.