იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ
იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ. სოფლებში – ყარაჯალასა და ველისციხეში ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა.
მსურველებს შესაძლებლობა გქონდათ არჩევანი სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინას შორის გაეკეთებინა. აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის შემდგომი გართულება არც ერთი მოქალაქის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე უშუალოდ ადგილზე გაეცნო. პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.