ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს – სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

გზის 5 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.6 მილიონი ლარით ფინანსდება აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთის ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შენდება. გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები