სოფელ დოღლაურში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა

სოფელ დოღლაურში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 396 600 ლარი. მთლიანობაში დაიგო 1 კმ. გზის საფარი.სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,იბოლია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები