მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით სოფლის საექიმო ამბულატორიაში აცრა.

ამ ეტაპზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.

აღსანიშნავია, რომ, მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიო-მედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები