ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუჩები დაიტბორა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, დღეს კიდევ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე  წყალი  10-მდე საცხოვრებელ სახლში შევიდა.
ადგილობრივები სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე საუბრობენ. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები