მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების კვლევა მიმდინარეობს

მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე 126,399 კვლევა ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების კვლევა და მათი ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური გამოცდები მიმდინარეობს.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად, წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.

მარნეულის ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი და პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/Ge“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები