ბოიკოტი არჩევნებს – საერთო ოპოზიციურ ფორმატში დღეს აქციები არ გაიმართება

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არცერთი აქცია გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს.

მათი თქმით, არჩევნების მეორე ტურს პროტესტს იგნორირებით გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, თავდაპირველად საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები