თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

პროცესს პირადად გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი – შოთა ნარეკლიშვილი.

,,ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებისმატებასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტის დამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობს. უახლოეს დღეებში კი მოხდება ქუჩებისსადეზინფექციო საშუალებით მორეცხვა”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით თელავის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირეცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები