ამბროლაურის მერია სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა სახის შეღავათებს ითვალისწინებს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს, რომლებმაც მიმდინარე წელს სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრეს, ფულადი ჯილდო (300 ლარი – ოქროს მედალოსანი, 200 ლარი – ვერცხლის მედალოსანი) გადაეცემათ.

500 (ხუთასი) ლარით დასაჩუქრდებიან საჯარო სკოლების ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს (არა უმეტეს 2 000 ლარისა) აუნაზღაურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები