საგარეჯოში კორონავირუსის საპრევენციოდ სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

დღეიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, შპს “სუფთა მუნიციპალიტეტის” დასუფთავების ჯგუფის წევრებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს.

სადეზინფექციო სამუშაოები სადარბაზოებსა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზეც ჩატარდა.
მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები პერმანენტულად სოფლებშიც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების მორეცხვაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები