გურიაში, “კოვიდ19”-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები იმ ადგილებში ტარდება, სადაც მოსახლეობის თავშეყრა ხდება. ეს არის ბანკომატები, ბანკების მისასვლელები, ტრანსპორტი და სხვა.
“სადეზინფექციო სამუშაოები სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გაგრძელდება. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რჩევები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას”, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ.

სადეზინფექციო სამუშაოები სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები