წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების – წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ამ დროისთვის გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 409 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები