ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან ყველა 32-ე სკოლას უკავშირდება. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გუშინ 1400-მდე ნიმუში აიღეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში 1400-მდე ლაბორატორიული ნიმუში იქნა აღებული, მათგან 8 დადასტურდა. რვავე შემთხვევა იდენტიფიცირებულია. ამ ეტაპზე, ქალაქში მოწყობილი კარვის საჭიროება აღარ არსებობს და დღის ბოლომდე ავიღებთ. მოქალაქეებს ტესტირება ე.წ. ცხელების ცენტრში შეეძლებათ”, –  განაცხადა შალამბერიძემ.

ამ ეტაპზე, ქუთაისის ცენტში განთავსებულ კარავში 70 ნიმუშია აღებული და მათი პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ქუთაისში გასული ხუთი დღის განმავლობაში ასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები