გოგი მეშველიანი წალკის მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში განაგრძობს ამომრჩეველთან აქტიურ კომუნიკაციას. ამჯერად ის სოფლების: იმერას, საბეჭისის,თეჯისის, სამადლოს, ახალშენისა და ბეშთაშენის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფლების მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დაკანონება.

„ადამიანები იმედით შემხვდნენ, მოსაზრებები გამიზიარეს – ისინი აფასებენ ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებს, რომელთა დახმარებით უამრავი ადამიანი სარგებლობს.
მათ ჩემი იმედი აქვთ, მე კი მჯერა, რომ მათი მხარდაჭერით და მათთან ერთად დავიხარჯები უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები