ნაგვაზაოში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ნაგვაზაოს ადმინისტრაციული ერთეულისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 42 000 ლარი გამოიყო. სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც უკვე ხორციელდება.
ამ დროისთვის, ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, ზედა ნაგვაზაოში კულტურის სახლის ეზოში დასრულებულია სკვერის, სოფლის ცენტრში არსებული მოსაცდელისა და რკინის კონსტრუქციის ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია. ასევე, უკვე დასრულდა ქვედა ნაგვაზაოს ღია ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი (ტრენაჟორები, ჩოგბურთის მაგიდა).
ქვედან ნაგვაზაოში კულტურის სახლის მიმდებარედ გამავალ არხზე ხიდ-ბოგირის მშენებლობა და კვანტალიანების უბანში არსებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები